თანამედროვე მსოფლიოში, მომხმარებლისათვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდების აუცილებელი კომპონენტია ზუსტი ანალიზური კონტროლი, რისი უზრუნველყოფაც შეუძლებელია ეფექტიანი ხარისხის გარე კონტროლის განხორციელების გარეშე. ILTC გთავაზობთ კლინიკური ანალიზების საკვალიფიკაციო ტესტირების (PT) სქემებს, რისი მეშვეობითაც თქვენი ლაბორატორია მიიღებს სათანადო მხარდაჭერას არსებული ხარისხის მართვის სისტემის შეფასებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
დამოუკიდებელი „საკვალიფიკაციო ტესტირება" (Proficiency Testing / PT) მძლავრი ინსტრუმენტია მენეჯერებისთვის, რაც, გარდა იმისა, რომ საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს კლინიკური ლაბორატორიის მუშაობის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, გატარდეს დროული, ზუსტი და ეფექტიანი მაკორეგირებელი ქმედებები, ასევე, წარმოადგენს საკუთარი მაღალი კომპეტენციის დემონსტრირების საშუალებას მარეგულირებელი / სააკრედიტაციო ორგანოს, მომხმარებლისა ან/და კონკურენტების წინაშე.
ბენეფიციართა ჯანმრთელობაზე აღებული გაცნობიერებული პასუხისმგებლობისა და მაღალი ინტერლაბორატორიული კონკურენციის პირობებში, „საკვალიფიკაციო ტესტირებას" (PT) დაქვემდებარება უალტერნატივო გზაა კლინიკური ლაბორატორიის საანალიზო მეთოდების / კვლევის შედეგების ზედმიწევნითი სიზუსტის მისაღწევად. საკვალიფიკაციო ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სანდოობის მტკიცებულება და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის ფლობის სტატუსის მოპოვების გარანტია.
ა(ა)იპ „საერთაშორისო ლაბორატორიული ტესტირების ცენტრი" (ILTC) უზრუნველყოფს კლინიკური ლაბორატორიების მხარდაჭერას ხარისხის გარე კონტროლის განხორციელების მიმართულებით.
ILTC 2019 წლიდან ფლობს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის" მიერ მინიჭებულ საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოს აკრედიტაციას – აკმაყოფილებს ისო/იეკ 17043:2010/2016 მოთხოვნებს. აკრედიტაციის სფერო მოიცავს სისხლისა და შარდის მატრიცების საკვალიფიკაციო ტესტირებას, საკვალიფიკაციო ტესტირების სქემებით განსაზღვრული ტესტირების პარამეტრების მიხედვით.
ILTC კლინიკურ ლაბორატორიებს სთავაზობს მათ სერვისებსა და ფუნქციებზე მორგებულ საკვალიფიკაციო სქემებს, რაც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს თითოეული ტესტისა და ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის დამოუკიდებელი და ზუსტი შეფასება, ამასთან, მოპოვებულ იქნას ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის დამადასტურებელი საშუალება.