რა ეტაპის შემდეგ ითვლება დაწესებულება პროფესიული ტესტირების სასურველ სქემაში მონაწილე პირად?
მას შემდეგ, რაც აირჩევთ თქვენთვის სასურველ პროფესიული ტესტირების სქემას, თქვენს მიერ პირველადი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ინვოისს, რომლის დროულად გადახდის შემთხვევაში, ავტომატურად ჩაითვლებით მონაწილე პირად.
როგორ ხდება სატესტო ნიმუშების მოწოდება?
სატესტო ნიმუშებს მოგაწვდით ჩვენი კურიერი, ყველა აუცილებელი რეჟიმის დაცვით.
რამდენად ვალიდურია თქვენს მიერ განსაზღრული ხარისხის გარე კონტროლის სქემა და შესაბამისი შედეგები?
ჩვენს მიერ ჩატარებული პროფესიული ტესტირების ვალიდურობას უზრუნველყოფს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს – სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ მონიჭებული საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოს აკრედიტაცია.
საჭიროა თუ არა იგივე პროცედურების გავლა ყოველ ახალ სქემაზე დასარეგისტრირებლად?
საკვალიფიკაციო ტესტირების გასავლელად კლინიკა / ლაბორატორია ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციას გადის მხოლოდ ერთხელ, ყოველ შემდეგ ახალ სქემაზე დასარეგისტრირებლად საჭიროა მხოლოდ ავტორიზაცია და სასურველი სქემის მონიშვნა.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლის ჩვენთვის სასურველი სქემა?
საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე და აირჩიოთ თქვენთვის საჭირო ხარისხის გარე კონტროლის სქემა, პერიოდის შესაბამისად.
როგორ ხდება პროფესიული ტესტირების შედეგების მიღება / მოწოდება?
ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გაგეხსნებათ პირადი გვერდი, სადაც მოხდება ყველა შესაბამისი ინფორმაციის განთავსება.